saqarTvelos mRvimeebi - qos mRvime

 

კარსტული მღვიმე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მიგარიის მასივზე, მდინარე ხობისყლის მარცხენა მხარეზე. შეფარდებითი სიმაღლე 10 მ. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში, გაჩენილია სინკლინურ ნაოჭში. მღვიმეს აქვს დაბალი გვირაბის ფორმა, ცალკეული დარბაზული გაფართოებით. კედლები დაკარსტულია, საერთო სიგრძე 170 მ. მღვიმური ნალექებიდან გვხვდება კალციტის ბრექჩისებრი ნაზარდები; აგრეთვე ლოდნარი. მღვიმეში გაედინება პატარა ნაკადული. ძნელმისადგომია.